Saturday, May 7, 2011

ფიზიკა ჩემს მომავალ პროფესიაში. მედიცინა და ფიზიკა.

1) პროექტის სახელწოდება : ფიზიკა ჩემს მომავალ პროფესიაში. მედიცინა და ფიზიკა.            
2) პროექტის მთავარი თემა : მოსწავლეები ავლენენ მყარ  საფუძვლიან ცოდნას საკითხის ირგვლივ და ნაყოფიერად იყენებენ პრაქტიკულად, კერძოდ ესტუმრნენ ქარელის რაიონულ პოლიკლინიკის ოფთალმოლოგიის კაბინეტს და დააკვირდნენ ფიზიკურ პროცესებს.
3) პროექტის აქტუალობა: მოსწალეებს დავანახო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნა მათი მომავალი პროფესიის არჩევის კუთხით.                  
4)  პროექტის მიზანი :  მოსწავლეებს გიმოუმუშავდეთ დაკვირვების, ინფორმაციის დამუშავების, კომუნიკაციის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი.  ამავდროულად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ საზოგადოებრივი ფასეულობებისადმი სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, რათა შეძლონ უკვე არსებული ცოდნის გამოყენება საზოგადოების სასარგებლოდ.                                                                                        
5)  მონაწილეთა ასაკი :  16 წლის.                                                                                                               
6)ვადები,ხანგრძლივობა:2კვირა.                                                                              
 7) მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს დაებადოს სურვილი, რომ მისი მომავალი პროფესია იყოს ოფთალმოლოგია. მათ ჩამოუყალიბდებათ საზოგადოებრივი საქმიანობისადმი სწორიდამოკიდებულება.                                                                                  
8) პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,ინტერნეტი,ციფრული  აპარატი.                                                                                                                               
9) პროექტის მსვლელობა: 1) თავდაპირველად მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და განიხილავენ თვალის აგებულებას, მის მგრძნობიარობას სინათლისადმი,შორსმხედველობას, ახლომხედველობას, ლინზებს, სხვადასხვა სახის სხივებს და სხვა. 2) შემდეგ ჩაატარეს კვლევა ქარელის რაიონულ პოლიკლინიკაში. თეორიული ცოდნა პრაქტიკელად გამოიყენეს.                                            
10) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   ისტ_ი:  მოსწავლეებს განუვითაროთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. ფიზიკა:  მოსწავლეს განუვითაროს კვლევის უნარ–ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ.
11)პროექტის ხელმძღვანელი, მასწავლებელი: თინა გოგინაშვილი.                                             
12) ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:tinagoginashvili@gmail.com                                
13)  პროექტის ვებ–გვერდი, ბლოგი:tinagoginashvili.blogspot.com
ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები:თვალის შემადგენლობა,სინათლისადმი მისი მგრძნობიარობა,როგორ ვხედავთ ამა თუ იმ ფერს, ჯანსაღი მხედველობა ,შორსმხედველობა,ახლომხედველობა,როგორი სახის ლინზები ესაჭიროებათ შორსმხედველებს და ახლომხედველებს იმი,რა არის ლინზა,ამოზნექილი და ჩაზნექილი ლინზები,ზოგადად განხილულია თუ როგორ მიიღება ლინზაში გამოსახულება,ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებიდა სხვა.     იმისათვის, რომ  მიღებული  თეორიული  ცოდნა    პრაქტიკულად   გამოგვეყენებინა  გადავწყვიტეთ  წავსულიყავით  ქალაქ  ქარელის  რაიონულ საავადმყოფოში.კონკრეტულად რა იყო ჩვენი მიზანი და რა შედეგზე გავედით ამას თემის დასასრულს განვიხილავთ.                                                                                     თვალი მხედველობის ორგანოა.ადამიანი ხედავს საგნებიდან არეკლილ სინათლის სხივებს,რომლებიც თვალებში აღწევს.თვალის უკანა ნაწილში განლაგებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები ინფორმაციას უგზავნიან თავის ტვინს,რომელიც მას სურათებად აღიქვამს.თითოეული თვალი განსხვავებული კუთხიდან ხედავს საგნებს,თავის ტვინი მათ აერთებს,რაც სამგანზომილებიან ხედვას უზრუნველყოფს.ამ მოვლენას სტერეოსკოპული მხედველობა ეწოდება.                 სინათლე თვალში აღწევს ხვრელის საშუალებით, რომელსაც გუგა ეწოდება. სხივები გაივლის გამჭვირვალე ფენას, ე.წ. რქოვანას და დისკოს ფორმის ბროლს. ბროლი გარდატეხს სხივებს და თვალის უკანა ნაწილში განლაგებულ ბადურაზე გამოსახულება მიიღება. ამას გარდა, ბროლი თავდაყირა ატრიალებს გამოსახულებას. ბადურა შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე რეცეპტორებს, რომელთაც ჩხირები და კოლბები ეწოდება. ისინი სურათს ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან და მხედველობის ნერვის გავლით თავის ტვინში გზავნიან. თავის ტვინი მათ სურათებად აღიქვამს და ამოტრიალებულ გამოსახულებას ხელახლა ასწორებს.  თვალი შეიცავს აახლოებით 125 მილიონ ჩხირსა და 7 მილიონ კოლბას.ჩხირები მხოლოდ შავსა და თეთრს აღიქვამენ,მაგრამ სუსტ სინათლეზე კარგად მუშაობენ.კოლბები ფერებს აღიქვამენ,მაგრამ ნორმალური მუშაობისთვის უფრო მეტი სინათლე სჭირდებათ.ღამით ადამიანი ყველაფერს,ძირითადად,მონაცრისფრო ჩრდილებივით ხედავს,რადგანაც მხოლოდ ჩხირები მუშაობენ აქტიურად.ადამიანს სამიტიპს კოლბა აქვს: წითელი, მწვანე და ლურჯი ფერისადმი მგრძნობიარე. თითოეული ტიპი სხვადასხვა დატვირთვით მუშაობს,რაც იმ ფერზეა დამოკიდებული, რომელსაც ვუყურებთ.მაგალითად,თუ ალისფერ საგანს ვუყურებთ, ლურჯი და წითელი კოლბები უფრო აქტიურდებიან,ვიდრე მწვანეები.დალტონიკები ფერებს კარგად ვერ ხედავენ,რადგან ზოგიერთი კოლბა დაზიანებული აქვთ.როდესაც თეთრ სინათლეს ვხედავთ,სინამდვილეში ერთმანეთში შერეულ ბევრ ფერს ვუყურებთ.ეს ფერები შეიძლება ისე დაიშალოს,რომ მათი დანახვა შევძლოთ,მაგალითად როდესაც წყლის წვეთები მზის სინათლეს ფერებად შლის,ცისარტყელა ჩნდება.მსგავსი რამის გაკეთება პრიზმითაც (სამკუთხა მინის ნაჭერი) შეიძლება. ხეულების უმეტესობა იმიტომ არის ფერადი,რომ სინათლეს ირეკლავს.თეთრი სხეული ყველა ფერს ირეკლავს,ფერადი სხეული კი ზოგ ფერს ირეკლავს,დანარჩენს კი შთანთქავს. თითოეული ფერი განსხვავებული ტალის სიგრძის მქონე სინათლეა.წითელ სინათლეს ყველაზე გრძელი ტალღის სიგრძე აქვს,იისფერს კი – ყველაზე მოკლე.ისეთი ტალღები,რომლებსაც წითელ სინათლეზე უფრო გრძელი ტალღის სიგრძე აქვს უხილავია.მათ ინფრაწითელ ტალღებს უწოდებენ.სფექტრის მეორე ბოლოში არსებული უხილავი ულტრაიისფერი ტალღები,იისფერთან შედარებით, უფრო მოკლე ტალღის სიგრძით გამოირჩევიან. სინათლე სწრაფად ვრცელდება,ის წამში 300000 კილომეტრს გადის.   


თვალის ფერადი გარსი,ირისი,შეიცავს გუგის გამაფართოებელ და შემავიწროებელ კუნთებს, რომლებიც აკონტროლებს გუგის ზომასა და მასში შემავალი სინათლის რაოდენობას.სუსტ სინათლეზე გამაფართოებელი კუნთები იკუმშება, თვალის გუგა ფართოვდება და მაქსიმალური რაოდენობით იღებს სინათლეს.კაშკაშა სინათლეზე შემავიწროებელი კუნთები იკუმშება,გუგა ფართოვდება და სინათლე თვალს არ გვჭრის.                                                                                                                                თვალში არსებული ბროლი ისეთი ლინზაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ.მას თავისით შეუძლია გასქელდეს და დაწვრილდეს.ბოლოს ამ თვისების გარეშე საგნებზე ფოკუსირებას ვერ ახდენს.საგნიდან არეკლილი სინათლის სხივები თვალში აღწევს და ბროლის საშუალებით მის უკანა ნაწილში გადადის.წერტილს,რომელშიც სინათლის სხივები იკრიბება,ფოკუსი ეწოდება.თუ ფოკუსი ბადურაზე ხვდება, ყველაფერს ცხადად და გარკვევით ვხედავთ.იმის მიხედვით თუ რა მაძილიდან ვუყურებთ საგნებს,ბროლი ფორმას იცვლის.ამრიგად სინათლის სხივები სხვადასხვანაირად გარდატყდება, რაც სურათის სწორად ფოკუსირებას უწყობს ხელს.
ზოგიერთი ადამიანი ვერ ახერხებს სინათლის სწორად ფოკუსირებას. ახლომხედველები შორეულ საგნებს კარგად ვერ ხედავენ.მათ გრძელი თვალის კაკლები აქვთ,ბროლი (ლინზა) ზედმეტად გარდატეხს სხივებს და ისინი ბადურამდე ფოკუსირდება.შორსმხედველებს ახლოს მდებარე საგნების დანახვა უჭირთ.მათ მოკლე თვალის კაკლები აქვთ,ბროლი (ლინზა) ძალიან მოკლედ გარდატეხს სხივებს, ასე რომ, სურათი ფოკუსირებამდე აღწევს ბადურას.
ახლომხედველებს ესაჭიროებათ სათვალე,რომელიც შედგება ჩაზნექილი (გამბნევი) კონტაქტური ლინზებისგან.შორსმხედველებს კი – გამოზნექილი (შემკრები) ლინზები.                                                                                                                                           ლინზა გამჭვირვალე ნივთიერების ნაჭერია,რომელიც მასში გამავალ სინათლეს გარკვეული კუთხით გადახრის.სარკე პრიალა ზედაპირია,რომელიც მასზე დაცემულ თითქმის მთელ სინათლეს ირეკლავს.ლინზები და სარკეები მრავალ ხელსაწყოში გამოიყენება, მათ შორის, ფოტოაპარატსა და ტელესკოპში.ლინზას ისეთი ფორმა აქვს, რომ მასში გამავალი სინათლე საჭირო კუთხით გარდატყდეს.არსებობს ორი ძირითადი ფორმის ლინზა – ამოზნექილი და ჩაზნექილი.ამოზნექილი ლინზის ერთი ან ორივე ზედაპირი ამოზნექილია,ხოლო ჩაზნექილი ლინზის ერთი ან ორივე ზედაპირი – ჩაზნექილი. ლინზები შემკრებია ან გამბნევი,იმის მიხედვით, თუ როგორ გარდატყდება მასში გამავალი სინათლის სხივები.მაგალითად,მინის ამოზნექილი ლინზა შემკრები და სხვა.ლინზაა, ხოლო მინის ჩაზნექილი ლინზა – გამბნევი. წერტილს, რომელშიც სინათლის სხივები იკრიბებე ან რომელიც სინათლის სხივების წყაროდ გვეჩვენება,ფოკუსი ეწოდება. შემკრები ლინზა მასში გამავალი სინათლის პარალელურ სხივებს ფოკუსში კრებს.შემკრები ლინზით მიღებული გამოსახულების ზომები და მდებარეობა ლინზიდან საგნის დაშორებაზეა დამოკიდებული.თუ საგანი შემკრებ ლინზასთან ახლოა, გამოსახულება ვერტიკალურია  და გადიდებული. თუ საგანი შემკრები ლინზიდან შირსაა, გამოსახულება ამოტრიალებულია.                                                   ქარელის რაიონულ საავადმყოფოში ჩვენი წასვლის მიზინი იყო,რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოგვეყენებინა,შეგვეძინა გარკვეული, თუნდაც მცირედი გამოცდილება მედიცინის სფეროში,რათა შემდგომში გამოვიყენოთ ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად,შეგვეძინა დამატებითი ცოდნა ოფთალმოლოგიის კუთხით. ჩვენ ვესტუმრეთ ექიმ ოფთალმოლოგს და მის ექთანს ლიანა ბასიშვილსა და მანანა ახალკაცი–თოთლაძეს.მათთან გასაუბრებით მოვიძიეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:ოფთალმოლოგიის კაბინეტი  ფუნქციონირებს ყოველდღე 10–დან 17 საათამდე.აქ წარმოებს ყველა სახის აუცილებელი გამოკვლევები,კეთდება ინექციები:სუბკონიუნქტივალური,პარაბულბარული,რეტრობულბარული,პერივაზალური,ასევე საცრემლე–ცრემლგამტარი გზების ზონდირებას.გასაუბრებისას დაგვაინტერესდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა კაბინეტში არსებულ სხვადასხვა სახის ხელსაწყოებს.წალბატონმა ლიანა ბასიშვილმა გაგვაცნო მიკროსკოპის ტიპის „ნაპრალოვანი სანათი“.შევეცადეთ აღნიშნული ხელსაწყო ჩვენც გამოგვეყენებინა,კერძოდ დავაკვირდით და გავსინჯეთ ერთმანეთის მხედველობა.
ამ ყოველივემ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენში,რომ დაგვებადა სურვილი ექთნის თეთრი ხალათი მოგვერგო და თუნდაც წამიერად გვეგრძნო, თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს პრიფეს შემდეგ გავეცანით ხელსაწყოს „მეო–58“–ს.ექიმმა აგვიხსნა,რომ აღნიშნული ხელსაწყო არის ბავშვებისათვის განკუთვნილი.ისინი აქ თვალებს ავირჯიშებენ, რათა მხედველობა დამოუსწორდეთ.                                                                                                                        საუბრისას ექთანმა გვითხრა,რომ ყოველ წელს დაახლოებით 2262–2265 პაციენტი აკითხავს ოფთალმოლოგიის კაბინეტს,მათ შორის არიან ისეთებიც,რომლებსაც გადაუდებელი ოპერაციები ესაჭიროებათ.ვკითხეთ მათთან  ტარდება თუ არა ოპერაციები და რა სახის.ქალბატონმა ლიანამ გვიპასუხა,რომ მათთან ოპერაციებისთვის თბილისიდან ჩამოდიან პროფესორები,კერძოდ კლინიკა „მზერა“,  I საავადმყოფოდან მედიცინის აკადემიკოსი ჩიჩუა ალექსანდრე თვეში ერთხელ ან ორჯერ (პაციენტიის სიმრავლის მიხედვით) სტუმრობს ქარელის საავადმყოფოს  და აკეთებს დაახლოებით 35 ოპერაციას:კატარაქტის,გლაუკომის (თვალის წნევის),დაკრიოცისტიტის (საცრემლე ანთება),პტერიგიუმის, თვალის ჭრილობების,ქუთუთოს კისტის და სხვა.უმრავლე4ს შემთხვევაში ოპერაციების შედეგები ყოველთვის კარგია (99%) ვფიქრობთ,რომ ჩვენი კვლევის მიზანს მივაღწიეთ,კერძოდ მოვიძიეთ გარკვეული ინფორმაცია და ჩვენი თეორიული ცოდნა დამოვიყენეთ პრაქტიკულად.ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა პროფესიამ.




6 comments:

  1. Hey! This is my first visit to your blog.
    We are a collection of volunteers starting with one
    a new project in the community in the same niche.
    Your blog has provided us with useful information to work with. YOU
    did a fantastic job!
    screamer radio crack
    final draft crack
    prism video file converter crack
    easeus partition master crack

    ReplyDelete
  2. Wow, this is a fantastic blog layout! How long are they allowed to remain in their current state?
    Have you ever kept a blog of your own? You made it simple to blog.
    Everything about your website is fantastic, not to mention the content.
    abbyy finereader crack
    avira phantom vpn crack
    easeus data recovery wizard crack

    ReplyDelete
  3. On the Internet, I was overjoyed to discover this establishment.
    This was a fantastic read, and I owe it to you at least once.
    It piqued my interest a little, and you were kind enough to keep it.
    Become a fan of a new item on your site.
    screamer radio crack
    switch sound file converter crack
    freemake video downloader crack
    tenorshare reiboot crack

    ReplyDelete