Wednesday, June 8, 2011

globaluri datboba.

           ნაშრომში მოსწავლე მსჯელობს საზოგადოებისთვის იმ საინტერესო  საკითხზე, რომელიც  დღევანდელ ცხოვრებაში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.             მან კარგად წარმოადგინა გლობალური პრობლემის ანალიზი (გამომწვევი მიზეზები,შესაძლო შედეგები) და მიმოიხილა მისი გადაჭრის გზები.                ნაშრომში ჩანს,რომ მოსწავლეს უვითარდება გარკვეული უნარ–ჩვევები,                            კერძოდ:   
·         ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი.
·         მსჯელობა დასაბუთების უნარი.
·         ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი.                                                                 იგი საინტერესოდ იკვლევს და მოიპოვებს ინფორმაციას მასალის ირგვლივ. ვაძლევ რეკომენდაციას წარმოდგენილ მასალას,რათა გაიგზავნოს კონკურსში  „ფიზიკა  ყველგან და ყოველთვის“




       ნაშრომი ეძღვნება   გლობალური პრობლემების ანალიზს,კერძოდ განხილულია მისი გამომწვევი მიზეზები და ის შედეგები რაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა პრობლემამ.ამავე დროს ძალზედ საინტერესოა თუ როგორ ვლინდება და რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში.შევეცადე  მომეძიებინა ინფორმაცია მისი გადაჭრის გზების შესახებ.                                                                                                                       მსოფლიოში თანამედროვეობის უმთავრესი გლობალური პრობლემებია: ეკოლოგია,დემოგრაფია,სანედლეულო,სასურსათო,მსოფლიო ოკეანის გამოყენების, მშვიდობისა და განსახლების,ეთნიკური,ჯამრთელობისა და სხვა.მეოცე საუკუნის ბოლოს კაცობრიობა,სწორედ,ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.გლობალური პრობლემები ახდენენ უდიდეს გავლენას მსოფლიოს სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე.ე.ი აღნიშნული პრობლემები ეხება მთელ კაცობრიობას,ყველა ქვეყნის და სოციალური ფენის ინტერესებს.მისი გამწვავება საფრთხეს უქმნის თვით კაცობრიობის არსებობას.გადასაწყვეტად მოითხოვენ ქვეყნებს შორის თანამშრობლობას,ერთობლივ  მოქმედებას პლანეტარული მაშტაბით.              თითოეული გლობალური პრობლემა უკავშირდება ეკოლოგიურ პრობლემას.კერძოდ, გაუდაბნოება,ტყეების გაჩეხვა,ატმოსფეროს და ჰიდრო სფეროს დაბინძურება.ეს საკითხი მეცნიერთა,პოლიტიკურ მოღვაწეთა და ზოგადად,საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.გლობალური პრობლემები, რომლებიც მთელ კაცობრიობას ეხება.მათ ისეთი პრობლემატიკური საკითხები მიეკუთვნება,როგორიცაა:მსოფლიოს ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირი, რაციონალური ბუნებათსარგებლობა,გარემოსდაცვა,რესურსუზრუნველყოფის ერთობლივი გადაწყვეტა და სხვა.                                                                                                                                  გლობალური პრობლემები,სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მეურნეობაზე.გარემოს მდგომარეობის გაუარესება არა მხოლოდ სირთულეებს,არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობას.აღსანიშნავია ისიც,რომ თანამედროვე ტექნოლოგიები   ბუნებასთან ერთად,ჰაერსაც აბინძურებს.გლობალური პრობლემები ძალზედ მრავალფეროვანია,მათ ასევე შეიძლება მივაკუთნოთ სტიქიური,ბუნებრივი მოვლენები,ურბანიზაციისა და კულტურის ფასეულობათა კრიზისი და სხვა.გლობალური პრობლემები თავისი არსით გლობალურ ბალანს წარმოადგენს.                                                                                                   მართალია,თითოეული ჩამოთვლილი პრობლემის საფრთხის და რისკის ხარისხი სხვადასხვაა,მაგრამ უდავო  და ცალსახაა მათი მზარდი სიმწვავე თანამედროვე მსოფლიოში.           


              თითოეული გლობალური პრობლემა,კონკრეტული შინაარსით მეტად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.მაგალითად,ენერგეტიკული და სანედლეულო პრობლემები–ეკოლოგიურთან,ეკოლოგიური–დემოგრაფიულთან,დემოგრაფიული–სასურსათოსთან და აშშ.დღეს–დღეობით ჯერ კიდევ არაა შემუშავებული და ,,გამოგენებული’’ ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი.                                                                                              კაცობრიობის ნორმალური განვითარების გზა უკვე განსაზღვრულია და ამ ,,მაგისტრალურ’’ გზას,მდგრადი განვითარება ჰქვია.მდგრადი განვითარება სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელს გულისხმობს,როცა ოპტიმალური ეკონომიკური შედეგები გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით მიიღწევა.ამასთან,პრიორიტეტულად  ადამიანთა ინტერესები და საზოგადოების განვითარება რჩება. მეოცე–ოცდამეერთე საუკუნეებში განსაკუთრებით გამწვავდა და მეტად აქტუალური გახდა.                                                                                              დგესდღეობით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღმოჩნდა, ისეთი რთული ეკონომიკური,სოციალური ხასიათის ამოცანების წინაშე,რომელთა გადაწყვეტაც,მათ დამოუკიდებლად,შიდა სახელმწიფოებრივ ფარგლებში არ შეუძლიათ,ამიტომ ისინი  საერთაშორისო  ორგანიზაციებში გაწევრიადნენ და საერთო ძალისხმევით ცდილობენ  ამ პრობლემის გადაწყვეტას.ერთ–ერთ ამ ორგანიზაციებს შორისაა გრინპისი,რომლის მიზანია გლობალური პრობლემის გადაწყვეტა.ეს არის ორგანიზაცია,რომელიც  თითოეულ ადამიანს არწმუნებს,რომ შეუძლიათ  ბევრი სასიკეთო საქმის  გაკეთება,რომელიც იქნება ეკოლოგიისთვის და  მთლიანად ბუნებისთვის სასარგებლო. გრინპისის მონაწილეები აქციების შინაარსის   მიხედვით, აწყობენ, ანტიბირთვულ, ანტიტოქსიურ,კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო აქციებს.თუ ჩვენ გავიაზრებთ და დავისახავთ მიზნად,იმას რასაც ისახავს გრინპისი,არავითარი  გლობალური დათბობა აღარ  დაგვემუქრება.                                                                                     უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა გლობალური პრობლემების გადაჭრის კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვათა როლი და მნიშვნელობა.ამ კუთხით ძირითადი სამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებია: გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, დსთ, ეუთო, ამერიკის სახელმწიფო  ორგანიზაცია, აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია, არაბული ქვეყნების ლიგა, თანამეგობრობა და სხვა.                                                                               განსაკუთრებით დიდი დატვირთვა მათ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მიენიჭათ,როცა გამწვავდა და კაცობრიობის წინაშე მთელი აქტუალობით დადგა გლობალური პრობლემები.დღესდღეობით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღმოჩნდა ზემოთ აღნიშნული პრობლემის წინაშე.სახელმწიფოებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა,ამიტომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებში ჭევრიანდებიან და საერთო ძალისხმევით ცდილობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას.                      თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები,სხვადასხვანაირად  ვლინდება,მაგრამ  მათ შორისაც გამოიყოფა შედარებით მნიშვნელოვანი ასპექტები.გეოგრაფიული გარსის თითქმის ყველა სფეროს   დაბინძურება,გარემოს მდგომარეობის გაუარესება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მოხდა გარემოს ცვლილება,რაც მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია.ამიტომ ინტენსიური ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესების შედეგად,სამეურნეო  დატვირთვამ,თითქმის მთელ პლანეტაზე ეკოლოგიური სისტემის უმთავრეს,თვითგაწმენდისა და რეგენერაციის უნარს გადააჭარბა,შედეგად დაირღვა ბიოსფეროს ნივთიერებათა ბუნებრივი წრებრუნვა,სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.ახლანდელი და მომავალი თაობების ჯამრთელობა.                                                                                                                უკანასკნელ პერიოდში მოიმატა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ,შედეგად კი  ადგილი აქვს ე.წ ,,სათბურის ეფექტს’’ რაც კლიმატის დათბობას,ყინულების დნობას,მსოფლიო ოკენეების დონის აწევას იწვევს. წლების შემდეგ მისი შედეგი შეიძლება იყოს ოკეანეებში ჩაძირული ქალაქები.
        
        „სათბობის ეფექტი“სერიოზულ საფრთხეს ქმნის სტრატოსფეროს ოზონის შრის რღვევა.იგი,განსაკუთრებით მწვავედ  ანტარქტიდის  თავზე გამოვლინდა,სადაც ,,ოზონის ხვრელი’’ წარმოიქმნა.ეს გამოიწვია იმან,რომ უკანასკნელ პერიოდში,მსოფლიო ინდუსტრიაში ატმოსფეროსთვის საჭირო რაოდენობის  აირის ბალანსი დაირღვა.ჰაერის მწვავე  და ხანგრძლივ დაბინძურებას აფეთქებებიც იწვევს,მისი შედეგია  გარემოს ქიმიური დაბინძურება,ქიმიური  ნივთიერებებით და  შხამქიმიკატებით,რომელთა  ტოქსიურობა,კანცეროგენულობა–რომელიც არის კიბოს გამომწვევი უნარი და ტერატოგენულობა–ახალშობილებში  მახინჯი პათოლოგიების გამომწვევი უნარი. გლობალური პრობლემები, თავისი არსით,გლობალურ ბალანსს წარმოადგენს.უდავო და ცალსახაა გლობალური დათბობის სიმწვავე მთელს (თანამედროვე)მსოფლიოში.

            ზემოთ განხილულიდან გამომდინარე მინდა აღვნიშნო ჩვენ ადამიანებმა სიცოცხლის ბოლო წუთამდე,უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის,რომ  შესაძლებელი გახდეს ადამიანსა და ბუნებას,მსოფლიო წარმოებასა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდეს.დედამიწაზე არსებული ყველა ქვეყნის შეთანხმებულ მოქმედების გაცნობიერებაშია მისი (დედამიწის) ხსნა.     






No comments:

Post a Comment