Wednesday, November 9, 2011

ფიზიკა და ოპტიკური მოვლენები.


შიდა ქართლი.
ქარელის მუნიციპალიტეტი.
ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლა.





თემატიკა: ფიზიკა ჩვენ ირგვლივ.
მიმართულება: ფიზიკა და ოპტიკური მოვლენები.
კლასი:  X
მოსწავლის სახელი,გვარი: ჟანა ერემაშვილი.
ხელმძღვანელი: თინა გოგინაშვილი.
სექცია: საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა.



                                                         რეცენზია
           თემაში მკაფიოდ და ნათლად არის წარმოჩენილი მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.                                                                                                                                   იგი საინტერესოდ ახასიათებს ვარსკვლავებს,მზეს და სხვა პლანეტებს,მათ მოძრაობასა და მნიშვნელობას უძველესი დროიდან დღემდე.აკავშირებს და გამოყოფს ძირითად საკითხებს.წარმოდგენილი აქვს საინტერესო ფოტო მასალა.                                  თემიდან გამომდინარე მოსწავლემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებისათვის საინტერესო მასალაზე (მზის და მთვარის დაბნელებები,ცისარტყელის წარმოქმნა და სხვ.).მას კარგად აქვს განვითარებული ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,გარემოს შესწავლის და კვლევის უნარი.                                                                                        რეკომენდაციას ვაძლევ,რომ  წარმოდგენილი თემა გაიგზავნოს საკონკურსოდ.


რეცენზენტი: დალი ედილაშვილი.
         

 ნაშრომში მიმოვიხილავ შემდეგ საკითხებს: გეოცენტრულ და  ჰელიოცენტრულ სისტემებს, მზეს, მთვარეს, დედამიწას, მზის და მთვარის დაბნელებებს, ცისარტყელას,ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს,მათ გამოყენებას ყოფა–ცხოვრებაში და სხვა.                                                                                                       უძველესი დროიდან  ადამიანები თვლიდნენ,რომ ვარსკვლავები, ისევე როგორც მზე ბრუნავენ დედამიწის ირგვლივ, ამიტომ დიდი ხნის მანძილზე დედამიწა  სამყაროს ცენტრად  ითვლებოდა.სამყაროს ასეთ სისტემას ეწოდება გეოცენტრული.მე–16  საუკუნეში პოლონელმა ასტრონომმა ნიკალაი კოპერნიკმა აღნიშნა რომ სქამყაროს ცენტრია მზე,დედამიწა და სხვა პლანეტები მოძრაობენ საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო.ასეთ სისტემას ჰელიოცენტრული ეწოდება.                                                                   მზე ჩვენი საკუთარი ვარსკვლავია,მანათობელი გაზის გიგანტური   სფერო.ის იმ ვარსკვლავების მსგავსია,რომლებსაც ღამის ცაზე ვხედავთ,ოღონდ გაცილებით უფრო ახლოა ჩვენთან..მზე მეტწილად წყალბადისგან  შედგება.სხვა ვარსკვლავების მსგავსად,მზის ცენტრშიც ბირთვული ენერგია წარმოიქმნება.ამ დროს წყალბადი გადაიქცევა ჰელიუმად,აირად,რომლითც საჰაერო ბუშტებს ვბერავთ.როცა წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება მზე უფრო მსუბუქი ხდება–მისი წონა წამში 4 მილიონი ტონით მცირდება,თუმცა მას წყალბადის საწვავის სწრაფი გამოლევა არ ემუქრება.                      მზე უკვე 5 მილიარდი წელიწადია ანათბს და კიდევ 5 მილიარდი წლიწადი გაანათებს.მზის ქრომოსფეროში უზარმაზარი ძალის აფეთქებები ხდება,რის შედეგადაც კოსმოსში გაზის ნაწილაკები გამოიფრქვევა,რომლებიც დედამიწამდე და უფრო შორსაც აღწევს.ასეთი აფეთქებები დედამიწაზე რადიო კავშირს ამახინჯებს და კოსმოსში მომუშავე ასტრონავტებისათვის ძალზედ სახიფათოა.                                                          მზის ლაქების მდებარეობა და წარმოქმნის დრო მზის მაგნეტიზმს უკავშირდება.ასტრონომებმა აღმოაჩინეს,რომ ესლაქები რეგულარულად ჩნდება და ქრება.მზის ლაქების აქტიურობა მაქსიმუმს ყოველ 11 წელიწადში აღწევს,შემდეგ კი მცირდება.მზის მაგნიტური ველის რეგულარული ცვლილებები მჭიდროდაა დაკავშირებული ამ 11–წლიან ციკლთან.                                                                       დედამიწა მზისგან მესამე პლანეტაა,იგი ყველაზე დიდი,მყარი პლანეტაა მზის სისტემაში.სხვა პლანეტებისგან განსხვავებით დედამიწაზე არის ოკეანეები და მილიონობით ცოცხალი არსება.დედამიწა მზის სისტემაში წყლის სამყაროა.კოსმოსიდან დედამიწა ულამაზეს ლურჯ პლანეტად მოჩანს.ლურჯი ფერი დედამიწაზე ოკეანეებია.პლანეტის ზედაპირის დაახლოებით 70% ოკეანეებითაა დაფარული,რომელთა საშუალო სიღრმე 4 კილომეტრია.დეედამიწის ზედაპირის დაახლოებით 10%, ძირითადად სამხრეთსა და ჩრდილოეთ პოლუსებს გაყინული წყალი ფარავს.თეთრი ღრუბლები,რომლებსაც ცაში ვხედავთ ჰაერში წყლის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი უწვრილესი წვეთებია.                                                       დედამიწა უწყვეტად ვმოძრაობს კოსმოსში ის წლის მანძილზე წრეზე ბრუნავს,მისგან დაახლოებით 150 მილიონი წლის მანძილზე.არსებული მანძილი დედამიწასა და მზეს შორისსწორედ უისმანძილია,რომელიც ხელს უწყობს სითბოსშენარჩუნებას და აბრკოლებს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს.ყველაფერი რასაც დღეს დედამიწაზე ვხედავთ,მილიარდობით წლის მანძილზე მიმდინარე ცვლილებიების შედეგია,რომელთა გამომწვევი მიზეზი სითბო,წყალი,ჰაერი,გრავიტაცია და სიცოცხლე იყო.დედამიწა დღესაც იცვლება...   წყალი ქანებს შლის და ერთი ადგილიდან მეორეზე გდააქვს. კონტინენტები ნელა მოძრაობს,დედამიწის ზედაპირზე,ერთმანეთს უახლოვდება და შორდება.                                                        1969წლის 20 ივლის ასტრონავტები ნილ ამსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარეზე ავიდნენ დაპირველი ადამიანები გახდნენ,ვინც მთვარეზე ფეხი დადგა.ისინი რუხი ფერისფხვიერი ნიადაგის მქონე ცივ და უსიცოცხლო სამყაროში აღმოჩნდნენ,სადაც მზე სრულიად ბნელი ციდან ანათებდა.მთვარე ქვის უსიცოცხლო ბურთია,რომლის დიამეტრი დაახლოებით დედამიწის დიამეტრის 1/4–ის ტოლია. მასზე არც ატმოსფერო,არც თხევადი წყალი და არც სიცოცხლეა.ათასობით მილიონი წლის მანძილზე მთვარეზე ცოტა რამ თუ შეიცვალა.                                                                                           მთვარე კრატაერებითაა დაფარული.ისინი კოსმოსიდან ჩამოცვენილი ლოდების შედეგია.მთვარის ყველაზე დიდი კრატერია ბეილი,რომლის სიგანე 295 კილომეტრია.მთვარე დედამიწას გარს უვლის დაახლოებით 384400 კილკომეტრის დაშორებით.მთვარის გრავიტაცია 5–ჯერ უფრო ნაკლებია,ვიდრე დედამიწისა,თუმცა იმის გამო,რომ მთვარე ასე ახლოსაა,დედამიწაზე მიქცევ–მოქცევების ძირითადი მიზეზი სწორედ მისი გრავიტაციული ველია.მთავრე დედამიწის გარშემო შემობრუნებას იმდენსავე დროს ანდომებს,რამდენსაც დედამიწა–საკუთერი ღერძის გარშმო.ეს იმას ნიშნავს,რომ მთვარე დედამიწისკენ ყოველთვის ერთი მხრითაა მიმართული.                           მზის სინათლე მთვარის იმ მხრის ნათებას იწვევს,რომელიც მზისკენაა მიქცეული.მთვარის ამ ნაწილზე დღეა,მეორე ნაწილზე–ღამე.როცა მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს,ჩვენ მისი მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილებს ვხედავთ.მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან სავსე ბადროს ფორმამდე იმატებს,შემდეგ კი ისევ იკლებს.გრანდიოზული მასშტაბის ჩრდილი მიიღება მზისა  და მთვარის დაბნელების დროს.ეს მოვლენა მაშინ ხდება,როცა მზე,მთვარე და დედამიწა ერთი წრფის გასწვრივ აღმოჩნდება.                                                                                                       იმ შემთხვევაში,როდესაც მთვარე მოექცევა მზესა და დედამიწას შორის  მოხდება მზის დაბნელება.მთვარის უკან წარმოიქმნება მკვეთრი ჩრდილის კონუსი,რომელშიც მზის სხივი არ ხვდება,ამიტომ დედამიწის იმ უბანში,რომელიც მოხვდება მკვეთრი ჩრდილის  არეში,დაიმზირება სრული დაბნელება.გარდა მკვეთრი ჩრდილისა დედამიწაზე მიიღება არამკვეთრი ჩრდილი–მზის ნაწილობრივი დაბნელება.                                    დედამიწის,მთვარის და მზის განხილვის შემდეგ მიმოვიხილავ ოპტიკურ  მოვლენებს: მზის და მთვარის დაბნელებებს,ცისარტყელის წარმოქმნას და თეთრი სინათლის სპექტრს.                     mzis dabnelebaa.png                                    თუ დედამიწა აღმოჩნდება მზესა და მთვარეს                   შორის,მაშინ ადგილი აქვს მთვარის დაბნელებას. იმის გამო რომ დედამიწა  გაცილებით დიდია                        მთვარეზე,დედამიწის ჩრდილის კონუსში მთვარე თავისუფლად თავსდება და მივიღებთ მთვარის სრულ დაბნელებას.როდესაც მთვარე აღმოჩნდება არამკვეთრი ჩრდილის არეში ,მაშინ გვაქვს მთვარის ნაწილობრივი დაბნელება.                                                მზის დაბნელება ყველაზე კარგი დროა მეცნიერული კვლევებისათვის ,ამ დროს მზის ატმოსფეროს აკვირდებიან,რაც ჩვეულებრივ პირობებში შეუძლებელია მისი სიკაშკაშის გამო.           
ქარიშხალი დასრულდა.გამაყრუებელი ჭექა–ქუხილისა და           კოკისპირული წვიმის შემდეგ ცაზე ულამაზესი ცისარტყელა    გადაიშალა.ცისარტყელას ფერების ერთიანობას სპექტრს ვუწოდებთ.cisartyela.jpg                                                                                                              
თეთრი სინათლე სინამდვილეში უამრავი სხვადასხვა ფერის ნარევია.თეთრი სინათლის დაშლა  და მისი შემადგენელი ფერების გამოცალკევება შესაძლებელია.მინის სამკუთხა ნაჭერი (პრიზმა) ამისათვის ძალიან მოსახერხებელია,ვინაიდან მასში გამავალი სინათლე გარდატყდება.სხავადასხვა ფერის სინათლე სხვადასხვა კუთხით გარდატყდება სინათლის სხივები.ამგვარად,ისინი იშლებიან  და ცისარტყელას ქმნიან.ცისარტყელას თითოეული ფერი განსხვავებული სიგრძის სინათლის ტალღაა. ცისარტელა მაშინ ჩნდება,როცა ჰაერში ძალიან ბევრი წვიმის წვეთია.წვეთები იმ სინათლეს ირეკლავს ,რომელიც ჩვენს ზურგს უკანაა.სწორედ ამიტომაა,რომ მზე და ცისარტყელა ჩვენგან ყოველთვის სხვადასხვა მხარესაა.წვიმის წვეთში შესვლისას სინათლე ფერებად იშლება.სხვადასხვა ფერები წვეთის უკანა კედელზე აირეკლება და წვეთიდან  გამოსვლისას კიდევ უფრო მეტად იშლება.თითოეული წვეთიდან ჩვენს თვალებამდე მხოლოდ ერთი ფერი აღწევს.მიუხედავად ამისა ,მაინც მთელ ცისარტყელას ვხედავთ,ვინაიდან სინათლეს ჩვენი მიმართულებით მილიონობით წვიმის წვეთი ირეკლავს.          მზის სინათლე,ხილული სპექტრის გარდა,სხვა ტალღებსაც შეიცავს. სპექტრის წითელ ბოლოს უშუალოდ მოჰყვება ინფრაწითელი გამოსხივება,რომელსაც წითელ სინათლეზე გრძელი ტალღები აქვს.  ინფრაწითელ გამოსხივებას ვერ ვხედავთ,მაგრამ    მას თბილი სხეულები          გამოყოფს            .ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი ინფრაწითელ გამოსხივებას იყენებს.            სპექტრის მეორე ბოლოს    ულტრაიისფერი      გამოსხივება ესაზღვრება,რომლის ტალღები იისფერი სინათლის ტალღებზე მოკლეა.   მზის ულტრაიისფერი გამოსხივება სხეულის გარუჯვაში გვეხმარება.              
ამ ნაშრომის შესრულებისას გამიჩნდა სურვილი,რომ უფრო მეტად დავაკვირდე ჩვენს გარშემო მიმდინარე ოპტიკურ (ბუნებრივ) მოვლენებს და განვსაზღვრო საკუთარი ადგილი გარემოში.                                                                                   





გამოყენებული ლიტერატურა:
1)ინტერნეტი.
2)მეცნიერების ენციკლოპედია–ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.


2 comments:

  1. Playtech to launch the online casino games in India
    Playtech has just launched 온카지노 its 인카지노 latest online casino games in the country. This is the first Indian 메리트 카지노 고객센터 casino to feature a live dealer gaming product

    ReplyDelete
  2. New casino site【WG98.VIP】
    【 New casino site】,Url:⚡【WG98.VIP】⚡【WG98.VIP】⚡,betfair 【 luckyclub Vegas, vegas, 】,Url:⭐【ZAR, WYNN, LANDAL】,gta

    ReplyDelete